ადგილობრივებმა და მაშველებმა გადაარჩინეს ფრანის თოკში გახვეული ფლამინგო, რომელიც სიკვდილის პირას იყო
ადგილობრივებმა და მაშველებმა გადაარჩინეს ფრანის თოკში გახვეული ფლამინგო, რომელიც სიკვდილის პირას იყო
ფლამინგო, რომელიც სუფთა ორშაბათს ჰაერში აფრენილი და უპატრონოდ დარჩენილი ფრანის თოკში გამოემწყვდა, გადაარჩინეს სკალა კალონისში ადგილობრივებმა და მაშველებმა.
ადგილობრივი ვებ-გვერდის Στο Νησί-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული ფლამინგოს გადარჩენის ოპერაცია 5 მარტს ჩატარდა გარეული ცხოველების დაცვის ორგანიზაციის მიერ შესაბამისი სამაშველო ჯგუფის მიერ, რომელსაც ხმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.
ფლამინგო იღნატის ნანიდისმა გამოიხსნა ფრანისგან, შემდეგ კი დაშავებული ფრინველი კალონის გარემოსდაცვით ცენტრში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწია გარეული ცხოველების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ.
Facebook Comments Box