ადგილობრივ დღესასწაულზე ატეხილი ჩხუბისას 32 წლის ბიჭმა 35 წლის ბიჭს დანით 18 ჭრილობა მიაყენა
ადგილობრივ დღესასწაულზე ატეხილი ჩხუბისას 32 წლის ბიჭმა 35 წლის ბიჭს დანით 18 ჭრილობა მიაყენა
თავდასხმის შემთხვევა დღეს, გამთენიის 06:30 საათზე დაფიქსირდა, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ბიჭებს შორის ჩხუბი ატყდა და ერთ-ერთმა ჩხუბის მონაწილემ მეორეს დანით 18 ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიტილინის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 35 წლის ბიჭს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
32 წლის თავდამსხმელი ჩხუბის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა იმავე დღეს ჩაბარდა პოლიციას.
მის წინააღმდეგ საქმე სხეულზე მძიმე დაზიანებების მიყენებისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით აღიძრა.
“მსგავსი რამ ჩვენს სოფელში არასდროს მომხდარა. არასდროს დაუჭრიათ ადამიანი ადგილობრივ დღესასწაულზე. სრულიად სოფლის მოსახლეობაა შეშფოთებული.” – აცხადებენ მოწმეები.
