ავსტრალიის სანაპიროზე ზღვამ დაუდგენელი წარმოშობის ცილინდრული ობიექტი გამორიყა
ავსტრალიის სანაპიროზე ზღვამ გაურკვეველი წარმოშობის იდუმალი ობიექტი გამორიყა, რომელმაც არამხოლოდ მაცხოვრებლების, არამედ ხელისუფლების ყურადღებაც მიიპყრო.
ამ იდუმალი ობიექტის უცნაურმა აღმოჩენამ პოლიციას თავსატეხი გაუჩინა. მასიური ამოუცნობი ობიექტი, რომელიც გუმბათს წააგავს, ადგილობრივებმა აღმოაჩინეს Green Head Beach- ზე, რომელიც მდებარეობს პერტის ჩრდილოეთით დაახლოებით 250 კმ-ში.
როგორც სახელმწიფო, ისე ფედერალური ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს რა არის ეს ობიექტი, რომლის წარმოშობაც ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.
უსაფრთხოების მიზნით, ობიექტი განიხილება, როგორც სახიფათო და პოლიცია ურჩევს ხალხს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია მისგან.
განცხადებაში პოლიციამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სახელმწიფო და ფედერალურ სააგენტოებთან, მათ შორის ავსტრალიის სამხედრო კოსმოსურ სააგენტოსთან, რათა ამოიცნონ ობიექტის წარმოშობა და ბუნება.
ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ცილინდრის ზომები დაახლოებით 2,5 მეტრი სიგანისა და სადღაც 2,5-დან 3 მეტრამდეა.
ავიაციის ექსპერტი ჯეფრი თომასის თქმით, ეს შეიძლება იყოს საწვავის ავზი, ნაწილი რაკეტიდან, რომელიც შესაძლოა ინდოეთის ოკეანეში გასული წლის განმავლობაში ჩავარდა.
ავსტრალიის კოსმოსურმა სააგენტომ წამოაყენა ვარაუდი, რომ მასიური ცილინდრი შესაძლოა”უცხო კოსმოსური ხომალდიდან” ჩამოვარდა. ამ საიდუმლოს გასარკვევად სააგენტო კოსმოსურ მისიებში ჩართულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ობიექტი მართლაც საწვავის ცილინდრია, ის შეიძლება იყოს დაკავშირებული რაკეტასთან, რაც იწვევს შეშფოთებას პოტენციური ტოქსიკური მასალების შესახებ, რომელსაც შეიძლება ის შეიცავდეს. სიმართლის დასადგენად, გამომძიებლები ეძებენ სერიულ ან კატალოგის ნომერს, რომელიც დაადასტურებს მის წარმოშობას და დანიშნულებას.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვარაუდები, რომ ცილინდრი შეიძლება ყოფილიყო დაკარგული MH370 თვითმფრინავის ნაწილი, რომელიც 2014 წელს დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე გაქრა 239 მგზავრით, ავიაციის ექსპერტმა ბ-ნმა თომასმა მტკიცედ უარყო ეს იდეა.
მან თქვა, რომ არ არსებობს “შანსი” მას რაიმე კავშირი ჰქონდეს Boeing 777-თან, რადგან დაკარგული თვითმფრინავის ნაწილი ცხრა წელზე მეტი ხნის დაკარგვის შემდეგ გაცილებით მეტ ცვეთას აჩვენებდა.