ავტომანქანა და ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა
ავტომანქანა და ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა პოსიდონოს გამზირზე შაბათს 16:30 საათზე.
ავტომანქანა ლიანდაგებზე შევარდა და პირეასკენ მიმავალ ტრამვაის შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ტრამვაის მე-7 ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა, თუმცა საგზაო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის დროული ჩარევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის შემთხვევის ადგილიდან გადაყვანა მალევე მოხერხდა შესაბამისად ტრამვაის მეშვიდე ხაზზე მოძრაობაც მალევე აღდგა.
საბედნიეროდ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Facebook Comments Box