ავტომანქანა ელექტროძაბვის ბოძს შეასკდა – დაშავებულია 1 მგზავრი
ავტომანქანა ელექტროძაბვის ბოძს შეასკდა – დაშავებულია 1 მგზავრი
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა კუნძულ კრეტაზე, რომლის შედეგადაც ერთი მგზავრი დაშავდა.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიის 04:30 საათზე დაფიქსირდა, როდესაც რეთიმნოსკენ მიმავალ გზაზე ახალგაზრდა მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ელექტროძაბვის ბოძს შეასკდა.
დაშავებული მძღოლი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გაუწიეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
ექიმების განცხადების თანახმად ახალგაზრდას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box