ავტომანქანა ზღვაში გადავარდა – გამკაცრდება თუ არა კანონი ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის აღმოსაფხვრელად
ავტომანქანა ზღვაში გადავარდა – გამკაცრდება თუ არა კანონი ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის აღმოსაფხვრელად
ღითიოს პორტში პარასკევს ღამით მანქანა ზღვაში გადავარდა.
წყალში მანქანა სანაპირო დაცვამ აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ დაიწყო მგზავრების წყლიდან ამოყვანის ოპერაცია.
გავრცელებული ინფომრაციის თანახმად ავტომანქანას 38 წლის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სწორედ ამიტომ საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა. მძღოლთან ერთად ავტომანქანაში იმყოფეობდა 48 წლის მგზავრიც.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ რომ ავტომანქანის მძღოლს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა.
Facebook Comments Box