ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალდაქორწინებული წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალდაქორწინებული წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა
ვოლო-აღრიას გზაზე დღეს, 9 მარტს პლატანიოდონის გასწვრივ ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც ახალგაზრდა წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრაქტორი, რომელსაც 82 წლის კაცი მართავდა წყვილის მოტოციკლეტს შეეჯახა.
წყვილი ჩაფხუტებს ატარებდა, თუმცა ძლიერი შეჯახების გამო მათი დაცვა ჩაფხუტებმა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილები 31 წლის კოსტას პაპაკონსტანტინუ და 32 წლის კერასია ალიმადირი არიან.
taxydromos.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
გარდაცვლილების მეგობრები, რომლებიც წყვილის მოტოციკლეტს უკან ავტომანქანით მიჰყვებოდნენ ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველები გახდნენ. ისინი thenewspaper.gr-თან ინტერვიუში აცხადებენ, რომ დაინახეს თუ როგორ დალიეს სული მათმა საუკეთესო მეგობრებმა ასფალტზე და თუ როგორ შოკურ მდგომარეობაში არიან ამ დრომდე, რადგან მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.