Latest news
პატრა: მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა - ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა საცობები დედაქალაქის ქუჩებში 15 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებში ბილეთის ნაცვლად საბანკო ბარათით გადახდაც იქნება შესაძლებელი ირაკლიო: ვრცელდება ვიდეო, რომელიც მანქანის ამოტრიალების მომენტს ასახავს ზაკინთო: ძლიერი წვიმების შედეგად ისტორიული მნიშვნელობის ბიბლიოთეკა დაიტბორა ლარისა: უამინდობის გამო ელასონასა და ტემბიში სკოლები დაკეტილია მესინია: სტიქიის შედეგად განადგურებულ კიტრიესში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ხანია: კირიაკოს მიცოტაკის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლე... სალონიკი: პოლიციამ დააკავა 41 წლის კაცი, რომელმაც შვილს და მეუღლეს სკამი ესროლა ზამთრის მოცურავეთა ასოციაციამ სანაპიროზე ვასილოპიტა გაჭრეს
ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

ავტოსაგზაო შემთხვევამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 4 კი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 4 კი მძიმედ დაშავდა

კვირას საღამოს, 25 აგვისტოს საბედისწერო შეჯახების შედეგად დაიღუპა 55 წლის მძღოლი ჩრდილოეთ მაკედონიიდან. ავტოსაგზაო შემთხვევა სალონიკი-პეტრიციუს გზატკეცილზე მოხდა.

მანქანა, რომელსაც 55 წლის მძღოლი მართავდა კილკისისკენ მიემართებოდა, როცა შეეჯახა ავტომანქანას, რომელსაც 44 წლის ქალი მართავდა.

უბედური შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამაშველო ძალები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სამაშველო ძალების ჩარევა საჭირო გახდა 55 წლის მძღოლის მანქანიდან გადმოსაყვანად, რადგან შეჯახებისას გონება დაკარგა. დაშავებულის სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

44 წლის მანქანის მძღოლი კი კილკისში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე გადის მკურნალობას. მასთან ერთად მანქანაშ იმყოფებოდა 38 წლის კაცი და ორი 3 წლის გოგონა, რომლებიც ღეორღიოს ღენიმატას სახელობის საავადმყოფოში არიან ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.

გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *