ავტოსაგზაო შემთხვევამ 19 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 19 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
კიდევ ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა დღეს გამთენიისას მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ.
thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა გამთენიის 3 საათზე ეგნატიას ქუჩაზე, კავალასკენ მიმავალ ნაკადში მოხდა. 19 წლის მოტოციკლეტისტი მის წინ მიმავალ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც 37 წლის მძღოლი მართავდა.
შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დაშავებული კავალას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
37 წლის მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტი.
საგზაო პოლიციამ დაიწყო გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box
