ავტოსაგზაო შემთხვევამ 19 წლის მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 19 წლის მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა
კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელიც ჰალკიდიკში დღეს გამთენიისას დაფიქსირდა.
19 წლის ბიჭმა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ნეონ მუდანიონისა და სიკიას გზაზე საჭეზე კონტროლი დაკარგა და ასფალტზე დაენარცხა.
grtimes.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად უბედური შემთხვევა გამთენიის 01:30 საათზე მოხდა. 19 წლის ბიჭი დაცემისას სასიკვდილოდ დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს.
Facebook Comments Box
