ავტოსაგზაო შემთხვევამ 23 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 23 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
სულის შემძვრელია მარკოპულოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი კადრები, რომელსაც protothema.gr ავრცელებს.
უბედური შემთხვევა 2 იანვარს გამთენიისას მარკოპულუს გამზირზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომელსაც 23 წლის ახალგაზრდა მართავდა, გზიდან გადავიდა, გზისპირას მდებარე სახლის კედელს შეეჯახა და ამოყირავდა.
ძლიერი შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
გარდაცვლილის მანქანიდან ამოსაყვანად 5 მაშველის ჩარევა გახდა საჭირო.
“სიტყვები უძლურია იმ ტრაგედიის აღსაწერად რომელიც ჩვენს თავს დატრიალდა.” – განაცხადა მარკოპულოს ვიცე მერმა, იანნის აიდინიოტისმა.
Facebook Comments Box
