ავტოსაგზაო შემთხვევამ 3 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 3 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა
ძველ-ბერძნული ტრაგედიის სცენარს ჰგავს სპარტაში, კერძოდ მისტრაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამბავი, რომელმაც 3 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა.
სპარტა-მისტრას გზაზე მიმავალ ავტომანქანა, რომელსაც 24 წლის ბიჭი მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილთა შორის არის 21 წლის გიორგო, რომელიც ათენში ცხოვრობდა და სწავლობდა. გიორგო ავტომანქანაში მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებთან ერთადაც ათენში მიმტანად მუშაობდა და სპარტაში სამივე მათი საერთო მეგობრების სანახავად იყვნენ ჩასულები.
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს არც გიორგო და არც მისი 24 წლის მეგობარი, რომელიც მანქანას მართავდა ალკოჰოლს არ სვამდნენ. უფრო მეტიც, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამივეს ეკეთა ღვედი.
“არავინ იცის ზუსტად რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. მაგრამ ფაქტია, რომ უდროოდ მოუსწრაფა სიცოცხლე 3 ახალგაზრდას. ჩემი ბიჭი სტუდენტი იყო და მის მეგობრებთან ერთად მუშაობდა ბარში მიმტანად. ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და მისტრაში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. არც ჩემი შვილი და არც მისი მეგობრები არ სვამენ ალკოჰოლს, როგორც ვიცი არც მძღოლი. პოლიციამ გვითხრა რომ სამივეს ეკეთა ღვედი, შესაბამისად წარმოგიდგენიათ ალბათ როგორი ძლიერი იყო შეჯახება, რომ ღვედმაც კი ვერ დაიცვა მათი სიცოცხლე.” – აცხადებს 21 წლის ბიჭის მამა protothema.gr-თან საუბრისას.