ავტოსაგზაო შემთხვევამ 61 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 61 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 61 წლის კაცმა, რომელიც ლივადია-ამფისას ეროვნულ გზატკეცილზე მოტოციკლეტით 70 მეტრის ჩიხში გადავარდა.
გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ გადავიდა სავალი ნაწილიდან მძღოლი. შემთხვევის ადგილზე 10 მეხანძრე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია დაუყოვნებლივ გამოცხადდა.
მეხანძრეებმა კაცი ჩიხიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცეს, თუმცა დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანისას ექიმებმა დაადასტურეს, რომ ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა უკვე დაგვიანებული იყო.
Facebook Comments Box