ავტოსაგზაო შემთხვევამ 66 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 66 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
კიდევ ერთი საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს გამთენიისას ათენის ცენტრში, რომელმაც მოტოციკლეტის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა გამთენიის 02:00 საათის შემდეგ მოხდა, როცა ვასილეოს კონსტანტინუს გამზირზე მიმავალი მოტოციკლეტი, რომელსაც 66 წლის მძღოლი მართავდა, ავტობუსს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მოტოციკლეტის მძღოლს სხეულის მძიმე დაზიანებები მიადგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ევაგელისმოს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box