ავტოსაგზაო შემთხვევამ 67 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 67 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 67 წლის მძღოლმა დღეს დილით სალონიკში.
უბედური შემთხვევა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მოხდა.
16 აგვისტოს დილის 06:00 საათზე სალონიკი-ნეონ მუდანიონის ეროვნულ გზატკეცილზე ფურგონის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის საპირისპირო ნაკადში გადავიდა, ჯერ გზის დამცავ ბარიერს, შემდეგ კი ავტომანქანას შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად ფურგობის მძღოლი სასიკვდილოდ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა დაშავებულისთვის უკვე ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაგვიანებული იყო.
Facebook Comments Box
