ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგონა სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგონა სიცოცხლე ემსხვერპლა
კუნძულ კრეტაზე კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყველაფერი დღეს გამთენიისას მოხდა მაშინ, როცა მოტოციკლი ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძიერი იყო, რომ მოტოციკლის ორივე მგზავრი 25 წლის გოგონა და 47 წლის მამაკაცი ადგილიდან მოწყდნენ და ასფალტზე დაენარცხნენ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა თუმცა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა გოგონამ ასფალტზევე დალია სული.
47 წლის მამაკაცი კი სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Facebook Comments Box