ავტოსაგზაო შემთხვევას 54 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას 54 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხუთშაბათს გამთენიისას აბელონაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 54 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
onlarissa.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ქალმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა.
შეჯახება ქალაქის ცნობილ სპორტ-დარბაზთან მოხდა. დაშავებული ქალი გამვლელებმა დილის 6:30 საათზე აღმოაჩინეს.
ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული ქალის სიკვდილი დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ივარაუდება, რომ გარდაცვლილს გულის შეტევა დაემართა სანამ ხეს შეასკდებოდა.
Facebook Comments Box