ავტოსაგზაო შემთხვევა მალიაში
ავტოსაგზაო შემთხვევა მალიაში
ხუთშაბათს ღამით მალიას ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფრომაციის თანახმად ვანის ტიპის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების მანქანა. ექიმებმა ადგილზე მძღოლის შემოწმებისას დაადგინეს, რომ მას დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.
დაშავებული მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და აღენიშნება მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები.
Facebook Comments Box