ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 24 წლის სოკრატი და 21 წლის პანაიოტისი დაკრძალეს
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 24 წლის სოკრატი და 21 წლის პანაიოტისი დაკრძალეს
ენით აღუწერელი მწუხარება სუფევდა სოკრატისა და პანაიოტისის დაკრძალვაზე დღეს მისტრასა და ამალიადაში. ენით აღუწერელი იყო ხალხის რაოდენობაც, რომელიც ახალგაზრდებთან გამოსამშვიდობებლად შეიკრიბა: ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, კურსელები. არავის სურდა გამოკლებოდა შესაძლებლობას ბოლოჯერ გამომშვიდობებოდა ახალგაზრდებს, რომლის სიცოცხლეც პარასკევს გამთენიისას სპარტა-მისტრას გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევის მესამე მსხვერპლს, 21 წლის გიორგოს ორშაბათს, ათენში დაკრძალავენ.
Facebook Comments Box