ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი მძიმედ დაშავდა
დღეს გამთენიისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 22 წლის მძღოლი, რომელიც ძველ ეროვნულ გზატკეცილზე ანტირიუ-იოანინონ მართავდა მოტოციკლეტს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა შეეჯახა ძაღლს, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა. შეჯახების შედეგად 22 წლის მძღოლი დაეცა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
დაშავებული სასწრაფო დამხარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე გადის მკურნალობას.
Facebook Comments Box