ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა
კვირას, 21:00 საათზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მაღნისიაში, კერძოდ პლატანო ალმირუს გზაზე, 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად BMW-ს მარკის ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად მოტოციკლეტის მგზავრები ჰაერში ავარდნენ და 100 მეტრის მოშორებით დაენარცხნენ ასფალტს.
საგზაო პოლიციამ დაიწყო გამოძიება რათა დაადგინოს დაარღვია თუ არა მანქანამ STOP ნიშანი და გახდა თუ არა ამ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.
დაშავებულები სურპისა და ალმიროს მაცხოვრებლები არიან, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანა. thenewspaper.gr -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთ დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, ხოლო მეორეს კი სრულიად სხეულის არეში.
ექიმები აცხადებებ, რომ პაციენტების მდგომარეობა მძიემა.