ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მგზავრი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მგზავრი დაშავდა
ლარისა-სალონიკის ძველ ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა.
onlarissa.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2 ავტომანქანა ერთმანეთს გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის დროული ჩარევის შედეგადაც მოხდა დაშავებულების სიცოცხლის გადარჩენა. სამივე დაშავებული მგზავრი სარისას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box