ათეისტების ასოციაცია წითელ პარასკევს ათენში, სალონიკში, სერესსა და ვოლოსში ღია ხორცის ვახშამს მართავს
ათეისტების ასოციაცია წითელ პარასკევს ათენში, სალონიკში, სერესსა და ვოლოსში ღია ხორცის ვახშამს მართავს
ათეისტების ასოციაციამ წელს საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში წითელ პარასკევს ვახშამის გამართვა გადაწვიტა, რომლის მთავარი კერძიც ხორცი იქნება.
ასოციაციის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად წითელ პარასკევს 4 ვახშამი გაიმართება ათენში, სალონიკში, სერესსა და ვოლოსში.
ვახშმების მთავარი მიზანია სტუმრებმა და ასოციაციის წევრებმა ერთმანეთი გაიცნონ, გაისაუბრონ და მიირთვან ის, რაც მათ სურთ შეზღუდვების გარეშე.
ეკლესიისთვის უდიდესი გლოვის დღეს, წითელ პარასკევს, ვახშმის ორგანიზატორები ცდილობენ ახსნან ვახშმის გამართვის მიზეზი. ისინი წერენ: „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რელიგიურ მწუხარებას ირჩევს, ჩვენ ვირჩევთ ამ დღის ლამაზ გარემოცვაში გატარებას, მეცნიერების მიღწევებისა და რაციონალურობის მნიშვნელობის განხილვას“.
