ათენის ინფრასტრუქტურა ძლიერი წვიმებისთვის მზად არ არის
ათენის ინფრასტრუქტურა ძლიერი წვიმებისთვის მზად არ არის
დედაქალაქში გამთენიის 5 საათიდან 11 საათამდე შეუჩერებლად წვიმდა, რამაც ათენის გზებზე მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოშვა.
აღნიშული შემთხვევა კიდევ ერთხელ ახსენებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებელ ორგანოებსაც, რომ ქალაქს აქვს შეზღუდული ინფრასტრუქტურა იმისთვის რომ ქუჩებში დიდი რაოდენობით წამოსულ წყალს მიმართულება მისცეს და გზები არ დაიტბოროს.
მეტეოროლოგმა თოდორის კოლიდასმა განაცხადა, რომ მხოლოდ წყლის დიდი რაოდენობა არ არის პრობლემა, არამედ მისი სიჩქარეც, სიჩქარე, რომლითაც წვიმა მიწაზე ეშვება. ქუჩების დატბორვა ხდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით წყალი ეშვება მიწაზე ძალიან სწრაფად, რადგან ეს ხელს უშლის დაგროვილი წყლის ეტაპობრივ გადინებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის უმეტესობა ასფალტია, რომელიც ვერ იწოვს წვიმა ნიადაგისგან განსხვავებით.
