ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ ფესტივალს მართავს
ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ ფესტივალს მართავს
სულ რამდენიმე დღეში ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ ფესტივალს სახელწოდებით “We Are UoA”- (“ჩვენ ვართ ათენის უნივერსიტეტი”) გამართავს.
ღონისძიება 19 ოქტომბერს დაიწყება და 21 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალი გაიმართება ისტორიული, ცენტრალური კორპუსის შენობაში “პროპილეაში”, რომელიც პანეპისტიმიუს 30-ში მდებარეობს.
ფესტივალის სამდღიან პროგრამაში ვიხილავთ როგორც ღონისძიების გახსნას, სადაც სიტყვით გამოვა უნივერსიტეტის რექტორი ღერასიმოს სიასოსი, ასევე წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოვების ღონისძიებას, ფოტო გამოფენასა და შესაძლებლობა მოგვეცემა დავესწროთ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლების კონცერტებს.
უნივერსიტეტი კარებს ხსნის ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებისთვის (როგორც ბაკალავრზე, ასევე მაგისტრატურაზე) და მათი მშობლებისთვისაც, რათა უკეთ გაეცნონ გარემოს და გაესაუბრონ უნივერსიტეტის 42 ფაკულტეტის წარმოომადგენლებს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება საინტერესო სემინარები და კარიერის დღეები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლება მიეცემათ შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს.
და რაღათქმაუნდა ფესტივალის სამივე დღეს საღამოს საათებში გაიმართება სხვადასხვა სახის კონცერტები DJ ალექსანდროს ხრისტოპულოსისა და იზო დარკოს მონაწილეობით. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტის წარმომადგენლებიც, მათ შორის ნიკოს პორტოკალუღლოსი.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.