ათენის მუნიციპალიტეტი პედიონ ტუ არეოსისა და ტრიცის საშობაო სოფლებში საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს
ათენის მუნიციპალიტეტი პედიონ ტუ არეოსისა და ტრიცის საშობაო სოფლებში საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს
საკმაოდ მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი ათენის მუნიციპალიტეტს პედიონ ტუ არეოსისა და ტრიცის პარკებში გაშენებულ საშობაო სოფლებში, რომლებზე დასწრებასაც ათენის მოსახლეობა სრულიად უფასოდ შეძლებს.
ახალი წლის შემობრძანებისადმი მიძღვნილ კონცერტს კლაუდია და DJ Playmen-ი გაუძღვებიან. აღნიშული კონცერტი ტრიცის პარკში 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე დაიწყება.
შთამბეჭდავი სანახაობა იგეგმება პედიონ ტუ არეოსშიც, რომელსაც დრონები საახალწლოდ გადაანათებენ.
Facebook Comments Box
