Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
საბერძნეთი

ათენის მუნიციპალიტეტმა ქუჩებსა და ტროტუარებზე უკონტროლო “ჭრა-კერვას” წერტილი დაუსვა – რას ითვალისწინებს ახალი გადაწყვეტილება

ათენის მუნიციპალიტეტი ათენის ქუჩებსა და ტროტუარებზე  უკონტროლო თხრის და “ჭრა-კერვის”ფენომენს წყვეტს და კიდევ უფრო ამკაცრებს ჩარჩოებს საზოგადოებრივ ადგილებში ასფალტის საფარის აღდგენა- მოწესრიგების სამუშაოებზე  ნებართვის გაცემისთვის და ასევე დამრღვევთა შემოწმებისა და ჯარიმების დაკისრების პროცესს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ კონტექსტში, ჭრის ნებართვის გაცემის შესახებ განაცხადი და დამხმარე დოკუმენტები ათენის მუნიციპალიტეტს ახლა უკვე წარედგინება მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ხოლო შესაბამისი ნებართვების გაცემის პროცესი ასევე ელექტრონული პლატფორმის საშუალებით განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი შემოწმების შემდეგ  ქალაქის საზოგადოებრივ ადგილებში თითოეული ტექნიკური ჩარევის შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება.

ათენის მუნიციპალიტეტის განმარტებით, ამ გზით ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება პრობლემა ერთ დღეს მოასფალტებული, ხოლო მეორე დღეს ისევ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გზების და ტროტუარებისა, რომლებიც სათანადოდ არ არის შეკეთებული შესაბამისი კონტრაქტორის მიერ.

ფაქტობრივად, ახალი ჩარჩო ადგენს, რომ მონაკვეთების სწორი აღდგენა ეკისრება კონტრაქტორს და პროექტის მფლობელს, რომელთაც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში დაეკისრებათ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სისხლის სამართლის და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ტროტუარებზე, საცალფეხო ბილიკებსა და გზებზე მონაკვეთების გახსნისა და აღდგენის ტექნიკურ მახასიათებლებს დაადგენს ექსკლუზიურად ათენის მუნიციპალიტეტი, ხოლო ტექნიკური მახასიათებლების უგულებელყოფა დაისჯება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სასჯელით.

კერძოდ, მათ, ვინც არ შეასრულებს მუნიციპალიტეტის სამსახურების მკაცრ მითითებებს, დაეკისრებათ  ჯარიმები (მაგ. 1500 ევრო  სამშენებლო უბანზე სამუშაოების მიმდინარეობის აღმნიშვნელი აბრის არარსებობის შემთხვევაში).

მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების ინტენსიური კონტროლი კი მუნიციპალურ პოლიციას ეკისრება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *