Latest news
ბერძნული ფეხბურთის გენერალი მიმის დომაზოსი გარდაიცვალა იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის მოტოციკლეტისტი მძიმედ დაშავდა ევია: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთად მოხუცებულებს ძარცვავდა სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები - სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება კადრები ტაქსისტების საპროტესტო მსვლელობიდან ტაქსის მძღოლების გაფიცვა 15:00 საათამდე გასტანს ფლორინა: 14 წლის ბიჭს ბრალი 7 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ედება სალონიკი: პოლიციამ 17 წლის ბიჭი მინი-მარკეტის გაძარცვისთვის დააკავა
პარასკევი, იანვარი 24, 2025
საბერძნეთი

ათენის სამხრეთით, ვულიაგმენში ულტრათანამედროვე, უახლესი სტანდარტების ნავსადგომი იქმნება

ათენიდან სამხრეთით,  სანაპირო ზოლზე მდებარე დასახლება  ვულიაგმენი  ბოლო დროს მიისწრაფვის გახდეს სუპერიახტების კერა, რადგან ამ ტერიტორიაზე  შენდება უახლესი,  საზღვაო ნავსადგური.

პირეას პორტიდან სამხრეთით 21 კმ-ში, Astir Hotel Complex-ის ახლოს, 16,3 ჰექტარზე მდებარე Astir Marina-ს აქვს პოტენციალი, რომ  მისი განახლებისა და გაფართოების შემდეგ გახდეს  ულტრათანამედროვე იახტების სადგომი.

მაისის ბოლოს პირველი იახტა სახელად “Silly” უკვე შეცურდა და გაჩერდა ნავსადგურში. პენი ზაგლარიდუმ, Astir Marina-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა-„ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ პირველი გემის შემოსვლით  Astir Marina-ში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან დიდი პროექტი სრულდება და თანდათან რეალობად იქცევა.

ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ და მოუთმენლად ველით, რომ ვიხილოთ ნავსადგური სრულ ფუნქციონირებაში, სავსე ნავებითა და ხალხით, რომლებიც ისარგებლებენ ჩვენი სტუმრებისთვის შექმნილი შეუდარებელი გარემოთი.”

ნავსადგურის  59 ადგილი  ასტრონომიული ფასებით, 30 წლით იჯარით არის გაცემული. გავრცელებული ცნობით 30 მეტრიანი გემის მისაბმელი მონაკვეთის  ღირებულება 30 წლის განმავლობაში 2 მილიონი ევროა, ხოლო 46-50 მეტრი სიგრძის გემის, 4,5 მილიონი ევრო.

59 გემიდან, რომელთა მიღებაც ნავსადგურს შეეძლება, 46 იქნება 40 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ხუთი იქნება 45 მეტრამდე, კიდევ ხუთი 50 მეტრამდე, ხოლო ორი 60 მეტრამდე, ნავსადგომს  ასევე ექნება შესაძლებლობა მიიღოს  70 მეტრზე მეტი სიგრძის გემი.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის, Big Four- ის კვლევაში ნათქვამია, რომ მისი რეფორმირების შემდეგ, ვულიაგმენის ნავსადგური სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტოპ 3 ნავსადგურს შორის იქნება.

როგორც ადმინისტრაციამ აღნიშნა, Astir Hotel-ის მიზანია, რომელიც პროექტის  მენეჯმენტს ფლობს, გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ინფრასტრუქტურა ნავების დასაყენებლად  გასართობად  და შოპინგისთვის ხმელთაშუა ზღვაში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე იქნება მაღაზიები, რომლებიც გააერთიანებს  ტოპ ლუქს ბრენდებს. მაღაზიების ფუნქციონირება  სავარაუდოდ, მომავალი წლის  ტურისტული სეზონისთვის განხორციელდება.

ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან არის:  Loro Piana, Bottega Veneta, Dior, Louis Vuitton , Gucci, Saint Laurent, ისევე როგორც ‘Caffè Cova’, ასევე Louis Vuitton ჯგუფიდან.

ეს არის ისტორიული და უძველესი კაფე, რომელიც დაარსდა მილანში 1817 წელს, ფილიალებით მონაკოში და პარიზში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *