Latest news
განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა ძლიერმა წვიმამ ჰალკიდიკში გზები დატბორა პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთიპოლიტიკა

ათენის ცენტრი გადაკეტილია, გაფიცულები აქციაზე გამოვიდნენ

ათენის ცენტრი გადაკეტილია, გაფიცულები აქციაზე გამოვიდნენ

ΓΣΕΕ-სა და ΠΑΜΕ-ს 24-საათიანი გაფიცვის ფარგლებში პროფკავშირების მიერ გამართული აქციების გამო ათენის ცენტრალურ ქუჩებში სატრანსპორტო გადაადგილება შეჩერებულია.

საგზაო რეგულაციები დილიდანვე ამოქმედდა. პროპილეონის ქუჩაზე, ომონიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატისიონსა და ეოლიუსზე, სინდაღმას მოედანზე, ვასილისსის სოფიას გამზირზე, პანეპისტიმიუსა და სტადიუზე მოძრაობა სრულიად შეჩერებულია.

პოლიცია მძღოლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე გადაადგილებისგან მანამ, სანამ საპროტესტო აქცია არ დასრულდება.

KKE-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, დიმიტრის კუცუბასმა პროფკავშირების სააქციო მსვლელობის დროს გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გაამახვილა კოლექტიური შრომით ხელშეკრულებებში შესულ ცვლილებაზე, რაც ხელფასებისა და პენსიების ზრდას ითვალისწინებს და განაცხადა:
“ვიბრძვით მთელი დასაქმებული ერი და მოვითხოვთ სახელმწიფომ შემოგვთავაზოს  მეთოდები, თუ როგორ გავუმკლავდეთ გაძვირებული ცხოვრებას. მოვითხოვთ მოიმატოს ხელფასებმა და დაიკლოს გადასახადებმა, როგორიც არის დეღეგე სამომხმარებლო საქონელზე, გადასახადები ელექტრო ენერგიასა და საწვავზე, ΕΝΦΙΑ. ვაგრძელებთ წინსვლას!!!”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *