ათენის ცენტრში, აივნიდან ჩამოკიდებულმა ქალმა სუტენიორთა დანაშაულებრივი დაჯგუფება დაშალა
ათენში, ატიკის უსაფრთხოების სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ ადამიანებით ვაჭრობის კრიმინალური ორგანიზაცია გამოააშკარავა, რომელსაც 40 წლის უზბეკეთის მოქალაქე ქალი ხელმძღვანელობდა.
ამავდროულად, იდენტიფიცირებულია ჯგუფის კიდევ სამი წევრი ალბანეთიდან, ბულგარეთიდან და უზბეკეთიდან, რომლებსაც ეძებენ.
მათ წინააღმდეგ საქმე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ფორმირების, ადამიანებით ვაჭრობისა და საიმიგრაციო კოდექსის დარღვევის მუხლით აღიძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის დაკავებულის თანამემამულე ქალი ათენის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადმოკიდებული გამვლელებმა შენიშნეს. მოქალაქემ, რომელმაც დაინახა ქალი, ჩათვალა რომ ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა და დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ დაზარალებული 40 წლის ქალთან ერთად ომონიის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, საქმის წარმოება კი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა აიღო.
როგორც წინასწარი გამოძიებიდან გაირკვა, დანაშაულებრივი ორგანიზაცია დაუცველ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი უცხოელი ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა, პირდებოდნენ რა საბერძნეთში ჩასვლისას ლეგალურ სამუშაოს და დიდ ფულად ანაზღაურებას, ხოლო უკვე ათენში ჩასულების ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით ან ვალის დაფარვის საბაბით, პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმა ხდებოდა.
აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა გადარჩენილი უცხოელის თანხმობის გარეშე შეიტანეს ელექტრონული განცხადება ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე, რის სანაცვლოდაც მისგან 1000 ევროს ოდენობის თანხას ითხოვდნენ.
ELAS-ის შეფასებით, დაჯგუფების მიერ მსხვერპლთა სექსუალური ექსპლუატაციის შედეგად მიღებული მთლიანი მოგება მინიმუმ 37 000 ევროს შეადგენს.
პოლიციის მიერ მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია: 2600 ევრო, პასპორტები, უცხოელი ქალების პასპორტების და დოკუმენტების ასლები, ფულადი გადარიცხვის დოკუმენტები, ბინადრობის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები და რვეული ექსტრადირებული ქალების სახელებითა და თანხის ოდენობით.
დაჯგუფების მსხვერპლ ქალს, მისი სურვილის შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებამდე დაენიშნა დახმარება და შესაბამისი დაცვა, რაც შეეხება 40 წლის დაკავებულს, ის ათენის რაიონულ პროკურატურაში იქნა გადაყვანილი.