ათენი: ახალი 125 ელექტრო ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
ათენი: ახალი 125 ელექტრო ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ახალი ელექტრო ავტობუსების შესაძენად, რომელთა შეძენასაც წლის ბოლომდე გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ტელემაუწყებელ ΕΡΤ-თან ისაუბრა ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, ვასილის იკონომუმ სიახლეებზე, რომლებსაც ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსის რესტრუქტურიზაციის შედეგად უნდა ველოდოთ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ახალი წლიდან განახლდება სატრანსპორტო საშუალებები მათ შორის ავტობუსები და მეტროსადგურები.
“ამჟამად 100 ელექტრო-ავტობუსი გვყავს, რომლებიც ქალაქში მოძრაობას იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. ზაფხულისთვის ათენში უკვე 950 ახალი ავტობუსი უნდა გვყავდეს. ხოლო 2027 წლამდე კი სრულიად უნდა იყოს ჩანაცვლებული ძველი ავტობუსები ახალით.” – აცხადებს ვასილის იკონომუ.