ათენი, პატმო და ლეროსი სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის წინაშე დგას
ათენი, პატმო და ლეროსი სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის წინაშე დგას
ლეროსი და პატმოსი წყლის დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარებას აცხადებენ. აღნიშნული მდგომარეობა საჭიროებს კუნძულებზე ინტერვენციების დაუყოვნებლივ გააქტიურებას, ასევე აღნიშული პრობლემის აღმოსაფხვრელად გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებული პროცედურებით დასრულებას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზემოთ ხსენებული პრობლემის წინაშე დგას ათენიც და შეხვედრაზე განიხილება ათენის რეგიონში გასატარებელი საჭირო ზომებიც.
პასუხისმგებელი ორგანოები აცხადებენ, რომ როგორც კუნძულების ასევე დედაქალაქის წყალმომარაგების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.
Facebook Comments Box
