ათენი: რატომ და როდის იფიცებიან მეტროს თანამშრომლები
ათენი: რატომ და როდის იფიცებიან მეტროს თანამშრომლები
შაბათს, 30 ნოემბერს, საბერძნეთის მეტროს თანამშრომლები 4 საათით შეწყვეტენ მუშაობას. კერძოდ შაბათს გაჩერდება: მეტროს 1-ლი, მე-2 და მე-3 ხაზები და ტრამვაი.
თანამშრომლები გაფიცვას შუადღის 1 საათიდან 5 საათამდე გეგმავენ.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა:
- ხელფასების მომატება
- ღამის საათებში და დღესასწაულებზე მომუშავეთათვის დამატებითი ანაზღაურების პროცენტის გაზრდა.
თანამშრომლები აცხადებენ, რომ მაშინ, როცა სატრანსპორტო სამინისტრო საუბრობს ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე და გეგმავს მეტროს 24 საათიან განრიგზე გადასვლაზე თანამშრომლები ვერ გრძნობენ ვერც მხარდაჭერას პასუხისმგებელი ორგანოებისგან და ვერც ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნის პერსპექტივას.
“ჩვენ გვესმის მხოლოდ სიტყვები, რომელსაც საქმით არ ამტკიცებენ.” – აცხადებს მეტროს თანამშრომელთა ასოციაციის წარმომადგენელი.
Facebook Comments Box
