ათინა იკონომაკუ და ფილიპოს მიხოპულოსი დაშორდნენ
ათინა იკონომაკუ და ფილიპოს მიხოპულოსი დაშორდნენ
ათინა იკონომაკუ და ფილიპოს მიხოპულოსი ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
წყვილმა გადაწყვიტა ცალ-ცალკე გაუყვნენ ცხოვრების გზას და განქორწინდნენ.
წყვილმა განცხადება გამოაქვეყნა მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იქვე დასძინა, რომ მათ ყოველთვის გააერთიანებთ მათი ორი შვილი მაქსიმოსი და სიენნა. წყვილი ასევე მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომ მათ გადაწყვეტილებას მოეკიდონ პატივისცემით და არ გაავრცელონ ცრუ ჭორები.
“10 წლიანი თანაცხვორებისა და 2 შვილის ამქვეყნად მოვლინების შემდეგ, ვწუხვართ, რომ გვიწევს განგიცხადოთ, რომ ვშორდებით.
ჩვენ ყოველთვის გაგვაერთიანებს ჩენი ორი შვილი და როგორც კარგი მშობლები მათ გვერდით ვიქნებით ყოველთვის და მივცემთ დიდ სიყვარულს. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ცხოვრების ამ ეტაპზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ ფაქტს. გამომდინარე აქედან მივმართავთ ჟურნალისტებს, მიიღონ ეს ამბავი დიდი პატივისცემით და არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.
დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.
პატივისცემით ფილიპოს მიხოპულოს და ათინა იკონომაკუ”.