Latest news
ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

ათი ძველი ბერძნული ტაძარი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ძველ საბერძნეთში ტაძრები ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და ღმერთებისა და ქალღმერთებისადმი მიძღვნილი ძეგლები იყო. ბევრი მნიშვნელოვანი უძველესი ტაძარი მდებარეობს არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც მაშინ ძველი ბერძნული სამყაროს ნაწილს შეადგენდნენ.

პართენონი, აკროპოლისი

პართენონი, რომელიც მდებარეობს აკროპოლისის მწვერვალზე, ეძღვნება ათენის მფარველ,სიბრძნის ქალღმერთ ათენას. პართენონი  აშენდა ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის შუა ხანებში ძველი ტაძრის ნაცვლად, რომელიც სპარსელებმა გაანადგურეს. ათენას ქანდაკება, რომელიც  ტაძარში იდგა, სპილოს ძვლისგან, ვერცხლისა და ოქროსგან იყო დამზადებული, რომელიც მოგვიანებით მოიპარეს და გაანადგურეს.

პართენონის ძველი ბერძნული ტაძარი
პართენონი (აღმოსავლეთი მხარე)

ტაძრების ველი

ტაძრების ველი, რომელიც მდებარეობს სიცილიაში, იტალიაში, მოიცავს ბერძნული არქიტექტურის ყველაზე გამორჩეულ ნიმუშებს. ეს არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და აქ მდებარეობს ტაძრები, რომლებიც ეძღვნება კონკორდიას, ჯუნოს( იგივე ჰერას) და ჰერკულესს.

ძველი ბერძნული კონკორდიის ტაძარი
კონკორდის ტაძარი – აგრიჯენტო, იტალია.

ჰეფესტოს ტაძარი

ჰეფესტოს ტაძარი, რომელიც ეძღვნება ლითონის დამუშავებისა და ხელოსნობის ღმერთს, მდებარეობს ათენში. ტაძარი დააპროექტა იქტინუსმა, პართენონის ერთ-ერთმა არქიტექტორმა. ჰეფესტოს ტაძარი მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული ძველი ბერძნული ტაძარია.

ჰეფაისტოსის ტაძარი
ჰეფესტოს ტაძარი ათენში.

პაესტუმი

პაესტუმი ძველი ბერძნული ქალაქია, რომელიც მდებარეობს სამხრეთ იტალიაში. ანტიკურ პერიოდში უფრო პოპულარული იყო მისი სხვა სახელი-პოსიდონია. იგი მოიცავს სამ კარგად შემონახულ ბერძნულ ტაძარს. სამიდან ორი მიეძღვნა ჰერას, ქორწინებისა და მშობიარობის ქალღმერთს, ხოლო მესამე, რომელიც მდებარეობს ჰერას ტაძრებიდან მოშორებით, მიეძღვნა ათენას.

ჰერას ტაძარი
ჰერას ტაძარი, პაესტუმი (პოსეიდონია), იტალია.

სეგესტას დორიული ტაძარი

ტაძარი მდებარეობს იტალიაში, სიცილიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სეგესტას დორიული ტაძარი აშენდა ძველი წელთაღრიცხვით მე-5-ე საუკუნეში თუმცა, როგორც ჩანს, ტაძარი ფაქტობრივად არასოდეს დასრულებულა, რადგან ჩანართები, რომლებიც შესაძლოა ამწე ბლოკად ყოფილიყო გამოყენებული, კვლავ რჩება ბაზის ბლოკებში.

იტალიის სეგესტა
სეგესტას დორიული ტაძარი, იტალია.

აპოლონ ეპიკურიუსის ტაძარი

აპოლონ ეპიკურიუსის ტაძარი მდებარეობს პელოპონესზე, სამხრეთ საბერძნეთში. ეს არ არის ძველი ბერძნული ტაძრის ტიპიური მაგალითი, რადგან ციცაბო მთაზე შეზღუდული სივრცის გამო ის გასწორებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ვიდრე სტანდარტულად აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ტაძარი ზღვის დონიდან 1131 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს კოტილიონის მთის კალთებზე.

ეპიკურიოსის ძველი ბერძნული ტაძარი
აპოლონ ეპიკურიუსის ტაძარი.

ერეხთეუმი

ერეხთეუმი, რომელიც მდებარეობს ათენის აკროპოლისის ჩრდილოეთ მხარეს, ეძღვნება ბერძენ გმირ ერიხთონიუსს. ტაძრის ყველაზე ცნობილი ასპექტია ის ნაწილი, რომელსაც მხარს უჭერს ექვსი კარიატიდი.

ერეხთეუმის ძველი ბერძნული ტაძარი
ერეხთეუმი აკროპოლისი, ათენი. 

ზევსის ტაძარი კირენეში

ზევსის ტაძარი კირენეში მდებარეობს ლიბიაში და აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში. ტაძარი არაერთხელ დაანგრიეს და ხელახლა ააშენეს. იგი განადგურდა 115 წელს ებრაელთა აჯანყების დროს და აღადგინეს ხუთი წლის შემდეგ რომაელთა ბრძანებით. ტაძარი კვლავ დაინგრა მიწისძვრის შედეგად 365 წელს და აღადგინეს თანამედროვე ეპოქაში ბრიტანელი და იტალიელი არქეოლოგების მიერ.

ზევსის ძველი ბერძნული ტაძარი
ზევსის ტაძარი კირენეში. 

პოსეიდონის ტაძარი

პოსეიდონის ტაძარი მდებარეობს სუნიოში, ატიკის ნახევარკუნძულის წვერზე და გარშემორტყმულია ზღვით. ის მრავალი თვალსაზრისით წააგავს ჰეფესტოს ტაძარს, რაც ბადებს  ვარაუდს, რომ ის შესაძლოა იმავე არქიტექტორმა ააგო.
პოსეიდონის ძველი ბერძნული ტაძარი, საბერძნეთი
პოსეიდონის ტაძარი კეიპ სუნიოში.

ოლიმპიური ზევსის ტაძარი

ოლიმპიური ზევსის ტაძარი რომელიც მდებარეობს ათენის ცენტრში, არის კოლოსალური დანგრეული ტაძარი, რომელიც ეძღვნებოდა ზევსს. მისი  მშენებლობა დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში, მაგრამ არ დასრულებულა. იგი ითვლებოდა ყველაზე დიდ და შთამბეჭდავ ტაძრად საბერძნეთში, მაგრამ დღეს მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი.

ოლიმპიური ზევსის უძველესი ტაძარი, საბერძნეთი
ოლიმპიური ზევსის ტაძარი.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *