ათონის მთიდან გაუჩინარებულ ბერს ამ დრომდე ეძებენ
ათონის მთიდან გაუჩინარებულ ბერს ამ დრომდე ეძებენ
ათონის მთიდან გაუჩინარებული ბერის საპოვნელად სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად საბერძნეთის სამაშველო სამსახურის მაშველთა ხუთკაციანი ჯგუფები ჩავიდნენ სალონიკიდან, კავალადან და ჰალკიდიკიდან.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს გაწვრთნილი ძაღლებისა და დრონების დახმარებით, რათა ძირფესვიანად იქნეს შესწავლილი ფეხით მიუდგომელი ტერიტორიები.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბერი კვირას, 1 დეკემბერს გაუჩინარდა.
სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს სახანძრო სამსახურიც. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობს 9 მეხანძრე 3 სახანძრო მანქანით.
Facebook Comments Box