აკადემიაზე გაჩენილ ხანძარს და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა
აკადემიაზე გაჩენილ ხანძარს და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამშაბათს გამთენიისას აკადემიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახლში ხანძრის დროს იმყოფებოდა ორი პირი, 60 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცი. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას გარდაცვლილი ქალი იპოვეს, ხოლო მის ძმას კი აღენიშნებოდა სიცოცხლის ნიშნები, ამიტომ გულწასული მამაკაცი ევანგელიზმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ ექიმებმა ვერც დის და ვერც ძმის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.
ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, და-ძმა ცხოვრობდა სიცოცხლისთვის შეუფერებელ პირობებში, ანტისანიტარიაში ცხოვრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ 15-მა მეხანძრემ ხანძრის დამორჩილება მალევე შეძლო, მოხუცებული და-ძმის სიცოცხლის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.