ალექსანდრა ნიკა: ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი დედა
ალექსანდრა ნიკა: ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი დედა
ალექსანდრა ნიკამ განაცხადა, რომ სრულიად შეგნებულად და გააზრებულად მიიღო შვილის ყოლის გადაწყვეტილება.
26 წლის ალექსანდრამ, კონსტანტინოს აღრიროსის მოეუღლემ, მათ საერთო შვილზე, ვასილისზე ისაუბრა, რომელიც 1 წლის წინ მოევლინა ქვეყანას.
ახალგაზრდა დედას პირად ინსტაგრამ გვერდზე ჰკითხეს იყო თუ არა მზად გამხდარიყო დედა ასეთ პატარა ასაკში, რაზეც უპასუხა: “ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი დედა. დედაჩემიც პატარა იყო როცა გამაჩინა და შემიძლია ვთქვა, რომ ერთად გავიზარდეთ. ახლა კი საუკეთესო მეგობრები ვართ. ახალგაზრდა დედა და საოცარი ბებიაა დედაჩემი. მადლიერი ვარ რომ მაქვს ამდენი ძალა და ენერგია. ვუყურებ როგორ იზრდება ვასილი და შემიძლია მასთან ერთად გავატარო თითოეული წუთი.”

Facebook Comments Box
