ალექსანდრია იმათიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაიღუპა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 46 წლის პოლიციელი ალექსანდროს ციმოულისი.
ტრაგიკული შემთხვევა დღეს, დილით, 08:45 საათზე მოხდა ალექსანდრია იმათიაში, მ.ალექსანდროს ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც „სახალხო ბაზარი“ იმართება, მე-2 გიმნაზიის სიმაღლეზე.
სამსახურეობრივ მოტოციკლეტს, რომელსაც პოლიციელი მართავდა, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლის საჭესთანაც ფეხმძიმე ქალი იჯდა.
შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანამ ალექსანდრიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, შემდეგ კი ვერიის საავადმყოფოში.
სამწუხაროდ მძიმე ტრავმების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
46 წლის პოლიციელი 4 არასრულწლოვანი შვილის მამა იყო.
ის განსაკუთრებულად უყვარდათ და პატივს სცემდნენ არა მხოლოდ მის კოლეგები, არამედ ადგილობრივ საზოგადოებასაც, რომელმაც პატივი მიაგო ბოლო არჩევნებზე TK Loutro-ს პრეზიდენტად არჩევით.