ალექსანდრუპოლი: მოულოდნელმა კოკისპირულმა წვიმამ გზები დატბორა
ალექსანდრუპოლი: მოულოდნელმა კოკისპირულმა წვიმამ გზები დატბორა
საზაფხულო ქარიშხალმა, რომელმაც სულ რაღაც 50 წუთი გასტანა, შემზარავი კვალი დატოვა ალექსანდრუპოლის ქუჩებზე.
OPEN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები, რომლებიც სანაპიროზე იმყოფებოდნენ, იძულებულები გახდნენ ადგილზე დარჩენილიყვნენ და ეყურებინათ როგორ ინგრეოდა ხიდი. წვიმისგან ადიდებული წყალი, რომელმაც 2 მეტრს მიაღწია ხიდიდან გადმოვიდა კიდეც.
კოკისპირულმა წვიმამ მატერიალური ზიანი მიაყენა ხიდებს, გზებსა და სახლებს. წყლის ნაკადი, რომელიც მთიდან მოედინებოდა საფრთხეს წარმოადგენდა ქალაქის ცენტრისთვისაც კი. სწორედ ამიტომ მიიღეს სამართალდამცავმა ორგანოებმა გზების გადაკეტვის და მოძრაობის შეჩერების ბრძანება.
Facebook Comments Box