ალექსანდრუპოლი: 5 წლის ბიჭის ოჯახის ადვოკატი პირველ განცხადებას აკეთებს
ალექსანდრუპოლი: 5 წლის ბიჭის ოჯახის ადვოკატი პირველ განცხადებას აკეთებს
კრიმინოლოგმა ანთულა ანასოღლუ, რომელიც 5 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე მუშაობს, protothema.gr-თან საუბრისას განაცხადა: “საბოლოოდ ორი განზომილების ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, სადაც საჯარო სკოლები და ბაღები არასრულწლოვანთა საბრძოლო მოედნადაა ქცეული. დანაშაულებრივმა ასაკმა საგრძნობლად იკლო, სამწუხაროდ იმდენად იკლო, რომ საბავშვო ბაღის ასაკამდეც კი ჩამოაღწია. 5 წლის საბავშვო ბაღის მოსწავლე, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე თანატოლებმა გააუპატიურეს. ჩემი კლიენტის მშობლებს საბავშვო ბაღის აღმზრდელები გაფრთხილებულები ჰყავდათ მოძალადეების მშობლების მიერ არასათანადო ყურადღების გამომჟღავნების ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი შვილების მიმართ. 5 წლის ბავშვები მარტო მიდიოდნენ ბაღში და ბრუნდებოდნენ სახლში. სამწუხაროდ საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ყურად არ იღეს ჩემი კლიენტის მშობლების გაფრთხილება და არ ჩათვალეს საჭიროდ შეემოწმებინათ მოძალადეების ოჯახში არსებული მდგომარეობა და მათი აღზრდის პირობები. საიდან ან როგორ ჩამოუყალიბდათ ამ ბავშვებს მსგავსი ქცევები? რა ხდება მათ ოჯახებში? და სად იმყოფებოდა აღმზრდელი მაშინ, როცა 2 საბავშვო ბაღის მოსწავლე მათსავე თანატოლს აუპატიურებდა? სად იყვნენ აღმზრდელები, როცა ბიჭი ტიროდა და შველას ითხოვდა? ბავშვი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად არის დასახიჩრებული და სახლემწიფო ვალდებულია მხარში დაუდგეს მას როგორ მორალურად, ასევე ფიზიკურადაც.”