Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ალივერი: სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს 12 წლის გოგონა მშობლებისგან გამუდმებული ფიზიკური ძალადობის შედეგად

ალივერი: სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს 12 წლის გოგონა მშობლებისგან გამუდმებული ფიზიკური ძალადობის შედეგად

მშობლებისგან შვილებზე ძალადობის უამრავი ფაქტი ვლინდება ბოლო პერიოდში საბერძნეთში და სამწუხაროდ ყოველი ახალი ისტორია ძველზე უფრო შემზარავად ჟღერს.

ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის, ბავშვის ღიმილის “Χαμόγελου του Παιδιού”-ს პრეზიდენტმა კოსტას იანოპულოსმა ისაუბრა 12 წლის გოგონას ქეისზე ალივერიდან, რომელზეც მშობლები გამუდმებით ძალადობდნენ. დარტყმების შედეგად თავის არეში კი გოგონას სმენის პრობლემები დარჩა.

ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-ზე კოსტას იანოპულოსმა განაცხადა: “სხვა ბავშვების მშობლებისგან შემთხვევით გავიგეთ, რომ 12 წლის გოგონაზე მისივე მშობლები ფიზიკურად ძალადობდნენ. დედამისი აიძულებდა ემუშავა, ყურადღება მიექცია მისი 2 უმცროსი დედმამიშვილისთვის და თუ ჩათვლიდა, რომ საქმეს კარგად ვერ ართმევდა თავს ურტყამდა. ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ამ შემზარავი ფაქტის შესახებ ხალკიდას პროკურორს, რომელმაც ავტომატურად საქმის კურსში ჩააყენა ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის დეპარტამენტი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *