ალივერი: ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ცოლ-ქმარმა, რომლებსაც 3 შვილი დარჩათ
ალივერი: ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ცოლ-ქმარმა, რომლებსაც 3 შვილი დარჩათ
ღრმა მწუხარებაშია ჩაფლული სრულიად ევია პარასკევს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომელმაც წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავარია ხალკიდა-ლეპურონის ეროვნულ გზატკეცილზე მოხდა. ძლიერი შეჯახების შედეგად ცნობილი სასამართლოს აღმასრულებელი, 45 წლის იანნის კარაპასი ადგილზევე დაიღუპა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული ევანგელია კროკუ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გამთენიის 03:00 საათზე გარდაიცვალა.
წყვილს 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მოტოციკლეტი, რომლითაც წყვილი გადაადგილდებოდა ჯიპს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე სატრანსპორტო საშუალება ცეცხლის ალში გაეხვა და სრულიად განადგურდა.
