ამალიადა: არასრულწლოვნებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 1 მოსწავლე დაშავდა
ამალიადა: არასრულწლოვნებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 1 მოსწავლე დაშავდა
სასწავლო დაწესებულებაში არეულობა ატყდა მას შემდეგ რაც 2 მოსწავლეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია ჩხუბის მიზეზი.
მოსწავლეები ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი ჩხუბის მონაწილე მძიმედ დაშავდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
Patrisnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება ჩხუბის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box