ამალიადა: პოლიციამ გადაარჩინა კაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
ამალიადა: პოლიციამ გადაარჩინა კაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
სამსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა კაცი, რომელიც მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა.
ilialive.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს განერვიულებული კაცის დარწმუნება, რომ შენობიდან გამოსულიყო.
შენობის დატოვების შემდეგ პოლიციელებმა კაცი განყოფილებაში გადაიყვანეს, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისი ვინაობის დადგენა.
ოპერაციაში სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჩარევა საჭირო არ გამხდარა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სახანძრო ასევე სამედიცინიო სამსახური.
Facebook Comments Box