Latest news
ორესტის ძიოვას: ვიზუალური მხარე ხშირად მიშლიდა ხელს კარიერულ განვითარებაში  პატრა: კაცმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში უმოწყალოდ სცემა ლარისა: 77 წლის კაცი კიბიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა კრეტა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აღრინიო: მშობლებმა 27 წლის გოგო სახლში საწოლზე მიბმული დატოვეს საბერძეთი: კვირიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი მომღერალმა ელეონორა ზუღანელიმ 60 კილო დაიკლო იოანნა ტუნი მაიამიში მოგზაურობს სალონიკი: პოლიციამ 49 წლის კაცი დააკავა, რომელმაც პოლიციელს ჯერ ხელი დაარტყა შემდეგ კი უკბინა ტურისტები ზაკინთოს ნავაგიოს სანაპიროზე არსებული გემის ხილვას ისევ შეძლებენ
შაბათი, ნოემბერი 9, 2024
Uncategorizedსაბერძნეთი

ამალიადა: რა კარვშირი აქვს 24 წლის ირინის 4 ჩვილის გარდაცვალებასთან

ამალიადა: რა კარვშირი აქვს 24 წლის ირინის 4 ჩვილის გარდაცვალებასთან

მაშინ როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ დაადგინონ თუ რა იყო 4 ჩვილი ბავშვის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი, 24 წლის ირინი, რომელიც ოთხივე ჩვილის გარდაცვალების შემსწრე გახდა ტელემაუწყებელ MEGA-სთან საუბრისას მომხდარის დეტალებს იხსენებს.

2021 წლის 4 თებერვალს, იმ დროისთვის 21 წლის ირინი მისი მეგობრის შვილს უვლიდა, როდესაც დააფიქსირა, რომ პატარა მძიმედ სუნთქავდა. 

“არ აღუნიშნავს რომ სუნთქვის პრობლემა ჰქონდა ჩემს პატარას და ამოსუნთქვა ვერ შეძლო.” – განაცხადა 6 თვის ჩვილის დედამ Mega-სთან საუბრისას.

ირინი თავის მხრივ ირწმუნება, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და იმ პერიოდში მკურნალობას გადიოდა. 

“მის შვილს ეპილეფსია ჰქონა. გარკვეული სახის მკურნალობასაც გადიოდა სახლში. დედამისს გუშინაც ველაპარაკე და თვითონაც არ იცის რა მოხდა.” – განაცხადა ირინიმ.

თუმცა ჩვილის დედა აცხადებს, რომ მხოლოდ ირინი იყო იმ ღამით ბავშვთან ერთად სახლში მარტო. 

ექიმებმა იმ ტრაგიკულ ღამეს დედას უთხრეს, რომ მაშინ, როცა ჩვილი საავადმყოფოში მიიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო.

მეორე ჩვილის გარდაცვალების შემთხვევა 2022 წლის 19 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ირინი პირველად გახდა დედა. ამჯერად მისი 19 დღის ბავშვი გარდაიცვალა მოულოდნელად აკვანში.

“არ ვიცი რა მოხდა იმ ღამეს. დედაჩემმა მითხრა რომ სასწრაფოში დამერეკა. მაგრამ სანამ საავადმყოფომდე მივედით ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.” – განაცხადა ირინიმ.

ამ შემთხვევაში ჩვილის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთება დასახელდა.

მესამე ჩვილის გარდაცვალების შემთხვევა, ისევ ირინის თანდასწრებით, 2023 წლის 17 ოქტომბერს დაფიქსირდა. ირინი უკვე მეორე შვილს კარგავს. ჩვილი დაბადებიდან 2 თვის შემდეგ გარდაიცვალა. შოკირებული დედა აცხადებს, რომ პირველი შვილისგან განსხვავებით მეორე სრულიად ჯანმრთელი იყო თუმცა 2023 წლის სექტემბერში ეპილეფსიის სიმპტომების გამოვლენა დაიწყო: “კლინიკიდან პატრაში გადაგვამისამართეს. ჩემი შვილი საავადმყოფოში განათავსეს და შემძლო ყოველ მეორე დღეს მივსულიყავი და მენახა. ექიმები ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდნენ, რამდენი ანალიზიც არ უნდა გაეკეთებინათ. ბოლოს ათენში გადმოვედით. საავადმყოფოში თითქმის 1 თვე მოგვიწია გაჩერება. სადაც 2023 წლის 17 ოქტომბერს პატარას გული გაუჩერდა. სანამ კარამდე მივედი მისი გული უკვე გაჩერებული იყო. ” – იხსენებს ირინი. 

მას შემდეგ, რაც ირინის მეორე შვილი გარდაიცვალა საქმეში პროკურორიც ჩაერთო. პროკურორის ბრძანებით ჩატარდა გენეტიკური ტესტირება და ექიმების დასკვნით მეორე ბავშვის გარდაცვალება ეპილეფსიას დაუკავშირდა. 

მეოთხე ჩვილი 2024 წლის 5 აგვისტოს ისევ ირინის თანდასწრებით გარდაიცვალა. ამჯერად ირინი სახლში ბავშვთან და ჩვილის დედასთან ერთად იმყოფებოდა. ირინი და ჩვილის დედა პატარა პანაიოტის ეთამაშებოდნენ, როდესაც ბავშვს სუნთქვის პრობლემები დაეწყო. 

“მე ბავშვთან ერთად დავრჩი ოთახში, ხოლო კალიოპი მეორე ოთახში გავიდა რაღაცის მოსატანად.” – იხსენებს ირინი.
“როდესაც მეორე ოთახიდან დავბრუნდი დავინახე, რომ ბავშვს სუნთქვა უჭირდა. თავის სავარძელში იჯდა. სულ სამი წუთი დამჭირდა მეორე ოთახში გასასვლელად და დასაბრუნებლად. ხელში ავიყვანე, ჩავიხუტე, ვფიქრობდი რა შემეძლო გამეკეთებინა რომ თავი უკეთ ეგრძნო. ჩემი მეგობარიც იქ იყო და გამომართვა ხელიდან რომ დახმარებოდა.” განაცხადა პანაიოტის დედამ. 

“ბავშვი ხელიდან გამოვართვი, დავაწვინე და ვეცადე ხელოვნური სუნთქვა ჩამეტარებინა” – იხსენებს ირინი.

ირინი და მისი მეგობარი ამტკიცებენ, რომ როდესაც ბავშვი მანქანით საავადმყოფოში მიიყვანეს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა ექიმები აცხადებენ რომ ჩვილი 30 წუთის გარდაცვლილი მაინც იყო მაშინ, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *