ამალიადა: სკოლის დირექტორი იხსენებს თუ როგორ დაკარგა გონება 12 წლის ბიჭმა დიდი ოდენობით ციპუროს მოხმარების შემდეგ
ამალიადა: სკოლის დირექტორი იხსენებს თუ როგორ დაკარგა გონება 12 წლის ბიჭმა დიდი ოდენობით ციპუროს მოხმარების შემდეგ
სრულიად სკოლის პერსონალისა და მშობლების აღელვება გამოიწვია 12 წლის ბიჭის შემთხვევამ, რომელმაც დიდი ოდენობით ალკოჰოლური ნივთიერება მოიხმარა სკოლის ტერიტორიაზე და გონება დაკარგა.
patrisnews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სკოლის მოსწავლემ 1 ბოთლი ციპურო სკოლაში სახლიდან მიიტანა, რათა თანაკლასელებს შეჯიბრებოდა და ენახათ, ვინ უფრო მეტის დალევას შეძლებდა. 12 წლის ბიჭი გამოწვევამ გონების დაკარგვამდე მიიყვანა, რაც მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი გახდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფ ბიჭს პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლის ექთანმა გაუწია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე.
ჟურნალ-გაზეთ Πατρίς-თან საუბრისას სკოლის დირექტორმა ანნა კოკინუმ განაცხადა: “ძალიან შევშინდით, გვინდოდა დავხმარებოდით და გონს მოგვეყვანა, მაგრამ გონების დაკარგვის მიზეზი არ ვიცოდით. გვიან გავიგეთ, რომ სახლიდან მოტანილი ჰქონდა ალკოჰოლი და თრობის ქვეშ იმყოფებოდა.. მოგვიანებით თვითონაც აღიარა, რომ წყლის ბოთლში ციპურო ჰქონდა ჩასხმული და სვამდა.”