Latest news
იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის მოტოციკლეტისტი მძიმედ დაშავდა ევია: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთად მოხუცებულებს ძარცვავდა სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები - სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება კადრები ტაქსისტების საპროტესტო მსვლელობიდან ტაქსის მძღოლების გაფიცვა 15:00 საათამდე გასტანს ფლორინა: 14 წლის ბიჭს ბრალი 7 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ედება სალონიკი: პოლიციამ 17 წლის ბიჭი მინი-მარკეტის გაძარცვისთვის დააკავა კლიმატური ცვლილებების გავლენა საბერძნეთზე - იანვრის თვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა 3 გრადუსზ...
პარასკევი, იანვარი 24, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

ამალიადა: ციპუროს დიდი ოდენობით მიღების შემდეგ 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს

ამალიადა: ციპუროს დიდი ოდენობით მიღების შემდეგ 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს

უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სკოლიდან საავადმყოფოში 12 წლის ბიჭი, რომელსაც patrisnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დიდი ოდენობით ალკოჰოლური ნივთიერება, ციპურო ჰქონდა მიღებული.

ამავე წყაროზე დაყრდნობით სკოლის მოსწავლემ 1 ბოთლი ციპურო სკოლაში სახლიდან მიიტანა, რათა თანაკლასელებს შეჯიბრებოდა და ენახათ ვინ უფრო მეტის დალევას შეძლებდა. 12 წლის ბიჭი გამოწვევამ გონების დაკარგვამდე მიიყვანა, რაც მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი გახდა.

ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად სკოლის მოსწავლეს გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *