Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

ამაღელვებელი ცხოვრებისეული ისტორია-მან მამა 43 წლის შემდეგ იპოვა

შვედი მონა ლიზას ისტორია მართალია ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ეს სრული სიმართლეა.

ყველაფერი 1980 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა მონა ლიზას დედა კრიტზე ორი კვირით ჩავიდა დასასვენებლად. იქ ის შეხვდა ახალგაზრდას, სახელად ალექსის და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.

როდესაც გოგონა შვედეთში დაბრუნდა, შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო და გადაწყვიტა ბავშვის შენარჩუნება. ის დიდხანს ცდილობდა ალექსის პოვნას, რათა შეეტყობინებინა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ ამაოდ, “ალექსის” არავინ იცნობდა.

მომდევნო წლებში ის კიდევ ორჯერ დაბრუნდა ხანიაში და ისევ უშედეგო იყო ძებნა, ის ცდილობდა მოეძებნა ალექსის მეგობრები, ყველაფერს ეცადა ასევე შვედეთის საელჩოს საშუალებით, მაგრამ ვერაფერი გააწყო, რადგან სახელი “ალექსი” მამის ნამდვილი სახელი არ იყო, მან კი მისი მხოლოდ სახელი იცოდა.

“2,5 წლის ვიყავი, როდესაც ხანიაში ჩავედით მე და დედა. მამაჩემის პოვნა ვცადეთ, მაგრამ არავინ იცოდა ვინ იყო, უკვალოდ იყო გაუჩინარებული. მეორედ კრიტზე დავბრუნდით, როდესაც ვიყავი 13 წლის. ისევ ვერავის მივაკვლიეთ. მთელი ცხოვრების მანძილზე ვგრძნობდი კრიტის მიმართ აუხსნელ მიზიდულობას. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი სახლი იყო.”- განაცხადა მონა ლიზამ გადაცემაში “სიმართლე ზინასთან.”

ორი წლის წინ მან განათავსა პოსტი ინტერნეტში და სწორედ მაშინ გაიცნო სტელიო ხანიადან, რომელიც მას დაპირდა, რომ დაეხმარებოდა მამის ძებნაში, მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობდა მას. მონა ლიზა დაბრუნდა ხანიაში და შეხვდა სტელიოს და კიდევ ერთ ქალს, მარიას, რომლის დახმარებითაც მან იპოვა მამის ახალგაზრდობის  ფოტოები და მონაცემები მის შესახებ.

ამის შემდეგ სტელიომ “ალექსის” ფოტოები ინტერნეტში ატვირთა და რამდენიმე საათში მამის ნამდვილი ვინაობაც გაირკვა.

” მე ვერ აღვწერ იმ სიყვარულს, რომელსაც ვგრძნობ ხანიას მკვიდრი მოსახლეობის მიმართ მას შემდეგ, რაც ისინი დამეხმარნენ მეპოვა მამა. ხალხი აჩერებდა მამაჩემს და ეუბნებოდა, რომ მისი ქალიშვილი შვედეთიდან მას ეძებდა. შემდეგ ის ოფისში გამოიქცა სადაც მე ვიყავი და ჩვენ შევხვდით. როგორც კი შევხვდით ჩვენ ვიცანით  ერთმანეთი.

პირველი, რაც მან ბერძნულად მასწავლა არის “ძალიან მიყვარხარ”.

ბევრი ვისაუბრეთ და ყველაფერზე შევთანხმდით. გარეგნულადაც და ხასიათითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. როცა პირველად შევხვდით მამაჩემმა მოიხსნა ჯვარი, რომელიც ეკეთა და მე მაჩუქა.

ჩემი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და რა ეროვნების… რაც ყველას სჭირდება ეს სიყვარულია და ხანიელებმა მე სიყვარული მაჩუქეს!”- თქვა მან.

ნახეთ ნაწყვეტი გადაცემიდან:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *