ამბელოკიპზე მდებარე ბინაში აფეთქება თვითნაკეთმა ბომბმა გამოიწვია
ამბელოკიპზე მდებარე ბინაში აფეთქება თვითნაკეთმა ბომბმა გამოიწვია
პოლიციამ დაადასტურა, რომ გუშინ, ამბელოკიპზე, აკრადიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მომხდარი აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილების მწყობრიდან გამოსვლამ და უეცრად აფეთქებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ასევე აღმოაჩინა 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, მობილური ტელეფონები და სხვადასხვა სახის ციფრული მტკიცებულებები, რომლებსაც ამ დრომდე ამოწმებენ სასამართლო ლაბორატორიაში.
შეგახსენებთ, რომ აფეთქებამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ახალგაზრდა ქალი.
Facebook Comments Box